სპარსეთის ყურის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ირანთან ომის შედეგების გადასალახავად შესაძლოა წლები დასჭირდეს, – წერს Bloomberg.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან კონფლიქტის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების დაწყება გამოაცხადა, სიმძლავრეების სრულ აღდგენას შესაძლოა რამდენიმე კვირიდან ხუთ წლამდე დასჭირდეს.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის, ფატიჰ ბიროლის თქმით, ახლო აღმოსავლეთის ცხრა ქვეყანაში 40-ზე მეტმა ენერგეტიკულმა ობიექტმა ბოლო სამი კვირის განმავლობაში „მძიმე ან ძალიან მძიმე“ ზიანი განიცადა. ამან შეიძლება გამოიწვიოს გლობალური მიწოდების ჯაჭვების გრძელვადიანი დარღვევები კონფლიქტის დასრულების შემდეგაც კი.

ვრცლად liga.net – ზე