ილონ მასკის SpaceX-ი IPO-ს ფარგლებში რეკორდული 75 მილიარდი დოლარის მოზიდვას გეგმავს, - ამის შესახებ Reuters წყაროზე დაყრდნობით იუწყება. მისი თქმით, კომპანია აპირებს 555.6 მილიონი აქციის გაყიდვას 135 დოლარად. კიდევ ორმა წყარომ განაცხადა, რომ ის იმედოვნებს 1.75 ტრილიონი დოლარის საერთო შეფასებას.

გარიგების Roadshow 4 ივნისს დაიწყება. ამასთან, SpaceX-მა უკვე გამართა არაერთი წინასწარი შეხვედრა ინვესტორებთან.

წყაროებმა გააფრთხილეს, რომ კომპანიის გეგმები, მათ შორის IPO-ს ზომასთან დაკავშირებით, შეიძლება შეიცვალოს ინვესტორებთან კომუნიკაციის დროს.

ვრცლად interfax – ზე