თეირანზე ზეწოლის კამპანიის ფარგლებში, ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის უმსხვილეს კრიპტოვალუტის ბირჟაზე სანქციები დააწესა.
შეზღუდვები ეხება პლატფორმა Nobitex-ს, მის გენერალურ დირექტორს, სამ თანადამფუძნებელსა და კიდევ სამ ირანულ კრიპტობირჟას.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა Nobitex-ი დაადანაშაულა იმ გადახდების ხელშეწყობაში, "რომლებიც დაკავშირებულია ირანის ტერორისტულ საქმიანობასთან, სანქციების გვერდის ავლის მცდელობებთან და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან ასოცირებულ ტრანზაქციებთან, მათ შორის, ამავე კორპუსთან დაკავშირებული გამომძალველი ჰაკერების აქტივობებთან".
კრიპტოვალუტის მონიტორინგის რამდენიმე დამოუკიდებელი კომპანიის ინფორმაციით, გასულ წელს პროისრაელელმა ჰაკერებმა Nobitex-იდან დაახლოებით 90 მილიონი დოლარის ექვივალენტის აქტივები მოიპარეს.