ერევნის კონიაკის ქარხანა, რომელიც „არარატის“ სახელით ცნობილ კონიაკს აწარმოებს, რუსეთს სასმელს აღარ მიაწვდის - ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა განაცხადა.

"ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ მიმიღია, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს უკვე ოფიციალურია, რომ ერევნის კონიაკის ქარხანა რუსეთში ექსპორტს შეწყვეტს“,  - აღნიშნა ვაჰან ქერობიანმა. მინისტრი ასევე აცხადებს, რომ კონიაკის მიწოდების შეწყვეტა შექმნის პრობლემებს, რაც იმოქმედებს ადგილობრივი ფერმერებისგან ყურძნის შესყიდვაზე.

ბრენდი „არარატი“ 1998 წლიდან ეკუთვნის ფრანგულ ჯგუფ Pernod Ricard-ს , რომელმაც სხვადასხვა ალკოჰოლური სასმლის მიწოდება რუსეთში უკვე შეწყვიტა, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური ომის გაჩაღების შემდეგ. რუსეთის ბაზაზე ერევნის კონიაკის ქარხნის მთელი ექსპორტის 80% მოდის.