2023 წელს Rolex-ის გაყიდვებმა ახალი რეკორდი მოხსნა. LuxeConsult-ისა და Morgan Stanley-ის მონაცემებით შვეიცარიული საათების ბაზარზე სწორედ ეს შვეიცარიული ბრენდი დომინირებს.
Rolex-ის გაყიდვებმა 10 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკს პირველად 2023 წელს გადააჭარბა და მნიშვნელოვნად აჯობა მის კონკურენტებს - Cartier-ს (3.1 მილიარდი) და Omega-ს (2.6 მილიარდი).
შესაბამისად, 11 აპრილის მდგომარეობით, ერთი შვეიცარიული ფრანკი დაახლოებით 1,1 აშშ დოლარი ღირს.
LuxeConsult-ისა და Morgan Stanley-ის მონაცემებით Rolex შვეიცარიული საათების ბაზრის 30.3% უჭირავს. მას მოსდევს Cartier და Omega 7.5%-7.5%-ით.
შვეიცარიული საათების ბაზარი ასე ნაწილდება:
ბრენდის / ბაზრის წილი (%)
Rolex - 30.3%;
Cartier - 7.5%;
Omega - 7.5%;
Patek Philippe - 5.6%;
Audemars Piguet - 4.9%;
Longines - 3.4%;
Richard Mille - 3.1%;
Vacheron Constantin - 2.7%;
Tissot - 2.5%;
Breitling - 2.4%;
IWC - 1.9%;
Hublot - 1.9%;
Jaeger-LeCoultre - 1.7%;
TAG Heur - 1.7%;
სხვა ბრენდები - 22.9%.