აშშ-მა ირანზე ეკონომიკური ზეწოლის ფარგლებში რუსულ „ვითიბი ბანკს“ ახალი სანქციები დაუწესა, - ინფორმაციას აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი ავრცელებს.
„უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) ცნობილ რუსულ ფინანსურ ინსტიტუტს, „ვითიბი ბანკს“, ირანისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში მონაწილეობისთვის, მათ შორის, სანქცირებულ ირანულ ბანკებთან საკორესპონდენტო ურთიერთობების დამყარებისთვის სანქციები დაუწესა“, - ნათქვამია ხაზინის დეპარტამენტის განცხადებაში.
აშშ-მა „ვითიბი ბანკს“ სანქციები 2022 წლის თებერვალში, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო დაუწესა.
„ამჟამად „ვითიბი ბანკი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილად დასანქცირებული ფინანსური ინსტიტუტია. უცხოური ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც მასთან საქმიან ურთიერთობას განაგრძობენ, ახლა სანქციების დაწესების კიდევ უფრო მაღალის რისკის წინაშე დგანან და ეს ურთიერთობები დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ“, - აცხადებს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი.
ipn.ge