უკრაინა ვერ დარჩება დამოუკიდებელ სახელმწიფოდ შეერთებული შტატებისა და ნატო-ს მხარდაჭერის გარეშე, - ამის შესახებ გერმანიის ყოფილი კანცლერმა, ანგელა მერკელმა დიუსელდორფში „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ტრანსატლანტიკური პარტნიორობა დღეს უფრო მეტადაა აუცილებელი.

ყოფილი კანცლერი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმით ევროპული ომის შემდგომი წესრიგის ძირითადი პრინციპი – ტერიტორიული ხელშეუხებლობა, არაეფექტური გახდა.

მერკელის შეფასებით, მხოლოდ აშშ-თან და ნატო-ს ფარგლებში შეიძლება იყოს მიღწეული, „რომ პუტინმა არ მოიგოს ომი და უკრაინა დარჩეს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“.

ანგელა მერკელმა დონალდ ტრამპს „განსაკუთრებული პრეზიდენტი“ უწოდა.

გერმანიის ყოფილი კანცლერი მიიჩნევს, რომ „ტრამპი იცავს აშშ-ის კანონიერ ინტერესებს, მაგრამ მრავალმხრივ თანამშრომლობაში ორმხრივად მომგებიანი სიტუაციების არ სჯერა, და თვლის, რომ ყოველთვის არსებობს გამარჯვებული და დამარცხებული“,

„ჩვენ ვერ შევცვლით დონალდ ტრამპს, მაგრამ შეგვიძლია მასზე რეაგირება მოვახდინოთ“, – თქვა მერკელმა და აღნიშნა, რომ აშშ-სთვისაც სისულელე იქნებოდა, ევროპაში მოკავშირეების ძებნაზე უარის თქმა.

„ჩვენც ძლიერი ფაქტორი ვართ“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.