საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლითა და საკვების „იარაღად“ გამოყენებით ვლადიმერ პუტინმა „უდიდესი შეცდომა“ დაუშვა.
„ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის, თუნდაც აზიის ქვეყნები ძალიან დამოკიდებულები არიან ამ შეთანხმებაზე, რომელზედაც რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს“, - განაცხადა მან.
დღეს, რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება შეაჩერა. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან დაკავშირებული შეთანხმების ნაწილი არ შესრულდა. პესკოვმა აქვე დასძინა, რომ მოსკოვი „დაუყოვნებლივ დაუბრუნდება შავი ზღვის შეთანხმების შესრულებას მას შემდეგ, როცა მარცვლეულის შეთანხმების რუსული ნაწილი შესრულდება“.