გიორგი ქოჩორაშვილი სევილიასთან“ კონტრაქტს მალე გააფორმებს, ქართველი ფეხბურთელი ბოლო ტურში „სპორტინგის“ განაცხადში არ იყო – ინფორმაციას გამოცემა Vamosmisevillafc-ი ავრცელებს.

„„სევილიის“ სპორტული დირექტორები ინტენსიურად მუშაობენ, რათა სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე ნახევარდაცვა გააძლიერონ, კლუბის ხელმძღვანელობის მიერ განხილულ კანდიდატებს შორის განსაკუთრებით საინტერესო გიორგი ქოჩორაშვილია.

27 წლის ქართველი ნახევარმცველის „სპორტინგიდან“ წასვლა მხოლოდ დროის საკითხია. ტრანსფერის ალბათობას ის ფაქტიც ზრდის, რომ ბოლო ტურში (14 აგვისტოს) ის „გიმარაეშთან“ სამატჩო განაცხადში არ შეიყვანეს.

ქართველმა ფეხბურთელმა „სევილიაში“ გადასვლაზე თანხმობა განაცხადა, რადგან ესპანეთში თამაშით საუკეთესო ფორმის აღდგენა სურს. ლა ლიგის გუნდში დარწმუნებული არიან, რომ მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში დაჩქარდება – „სევილია“ იჯარის გაფორმებას ტრანსფერის გამოსყიდვის ოფციით აპირებს.

„სევილია“ ქოჩორაშვილს ნახევარდაცვაში ​უნივერსალად განიხილავს, რადგან, საყრდენ ზონაში ქართველ ფეხბურთელს დაცვითი ფუნქციების შესრულებასთან ერთად, შეტევაში შედეგიანი თამაშიც შეუძლია“.

პირველი არხი