აშშ-ის ცხრა წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიას, მათ შორის Alphabet-ს, Amazon-ს, Meta-ს, Microsoft-ს, Oracle-ს, Nvidia-ს, Broadcom-ს, SpaceX-ს და AMD-ს, დაახლოებით 3 ტრილიონი დოლარის ბალანსგარეშე ვალდებულებები აქვთ, რომლებიც ძირითადად ხელოვნურ ინტელექტს უკავშირდება, - გამოთვალა The Wall Street Journal-მა.
ეს თანხა მოიცავს წინასწარ დადებულ კონტრაქტებს 1.9 ტრილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობის შეძენაზე და მონაცემთა ცენტრების მომავალ გრძელვადიან იჯარას, რომელთა ღირებულება 1.2 ტრილიონი დოლარია. ამერიკული ბუღალტრული აღრიცხვის წესების თანახმად, ასეთი ვალდებულებები ბალანსზე არ აისახება მანამ, სანამ საქონელი არ მიეწოდება და კომპანია რეალურად არ დაიწყებს ქირის გადახდას.
ეს თანხები გაცილებით სწრაფად იზრდება, ვიდრე ტრადიციული კაპიტალური ხარჯები (წელიწადში დაახლოებით 600 მილიარდი დოლარი). კომპანიები ფსონს დებენ, რომ ხელოვნურ ინტელექტზე მოთხოვნა სწრაფად გააგრძელებს ზრდას და მომავალი შემოსავლები ადვილად დაფარავს ამ ხარჯებს, მაგრამ თუ ეს ვარაუდები მცდარი აღმოჩნდება, ეს ვალდებულებები შეიძლება უზარმაზარ ვალად იქცეს კომპანიებისა და მათი ინვესტორებისთვის, – წერს WSJ.