სამხრეთ კორეელმა ფერმერებმა ძაღლის ხორცის აკრძალვა გააპროტესტეს. მეცხოველეობით დაკავებულებმა ქვეყნის პარლამენტის წინ აქცია გამართეს - ისინი ქალაქში 2 მილიონზე მეტი ცხოველის გაშვებით იმუქრებიან.
გასულ წელს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის 66%-ზე მეტი ეწინააღმდეგებოდა ძაღლის ხორცის მოხმარებას. გამოკითხულთა მხოლოდ 8%-მა აღნიშნა, რომ გასულ წელს ძაღლის ხორცი საკვებად გამოიყენა. 2015 წელს მოქალაქეების დაახლოებით 27% ჭამდა ძაღლის ხორცს.
აღსანიშნავია, რომ ძაღლის ხორცის აკრძალვა ფერმერებს საარსებო წყაროს შეუმცირებს. ფერმერები მიიჩნევენ, რომ თუ ქვეყანა მთლიანად შეწყვეტს ძაღლის ხორცის მოხმარებას, ეს ინდუსტრიას დაანგრევს.
სამხრეთ კორეაში ძაღლის ხორცის ჭამის სრულად აკრძალვას წლის ბოლომდე გეგმავენ . ახლა ქვეყანაში არის 1,5 ათასზე მეტი (არაოფიციალური მონაცემებით სამ ათასამდე) ძაღლების ფერმა და ათასზე მეტი რესტორანი, რომლებიც სწორედ ძაღლის ხორცზე მუშაობენ.