სამხრეთ ჩინეთის ზღვაში არსებული დაძაბულობა მალავს საიდუმლო ომს მსოფლიო ინტერნეტის გასაკონტროლებლად – ამ სათაურით აქვეყნებს „ევორაქტივი“ სტატიას, რომლის ავტორია ნატო-ს ყოფილი ანალიტიკოსი მაურიციო გერი.
სტატიის თანახმად, მთელი ინტერნეტის მომავალი დამოკიდებული იქნება იმაზე, რომელი ქვეყნები დომინირებენ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში.
სტატიის მიხედვით, აშშ და ფილიპინები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში უდიდეს სამხედრო წვრთნებს ატარებენ, იმავეს აკეთებენ ჩინეთი და სინგაპური, რაც ადასტურებს, რომ საწყლოსნო გზის კონტროლის გამო სტრატეგიული დაძაბულობა იზრდება.
„როგორც ნავთობის, მინერალებისა და საკვების გადაზიდვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზა მსოფლიოში, ვინც დომინირებს სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე, გააკონტროლებს გლობალური ვაჭრობის მეხუთედს. რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური აქტივი არის „მონაცემთა დიდი ბაზა“ და მთელი ინტერნეტის მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ქვეყნები დომინირებენ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. გეოპოლიტიკური მეტოქეობა აშშ-სა და ჩინეთს შორის სულ უფრო მეტად ფოკუსირებულია მსოფლიოს წყალქვეშა საკაბელო ქსელების კონტროლზე ბოლო ათწლეულის განმავლობაში. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ინტერნეტ ეკონომიკა 2030 წლისთვის ტრილიონ დოლარს მიაღწევს. ჩინეთი გეგმავს 500 მილიონი დოლარის წყალქვეშა ინტერნეტ საკაბელო ქსელის შექმნას, რათა შექმნას სუპერ სწრაფი კავშირი, რომელიც დააკავშირებს აზიას, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპას. მან ასევე შეაფერხა აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტები წყალქვეშა ინტერნეტის კაბელებისთვის სამხრეთ ჩინეთის ზღვის გავლით, ლიცენზირების დამტკიცების შეფერხებით და უფრო მკაცრი საოპერაციო შეზღუდვების შექმნით“, – აღნიშნულია სტატიაში.
მაურიციო გერი წერს, რომ აშშ-ის მთავრობამ ხელი შეუშალა აზია-წყნარი ოკეანის რამდენიმე ჩინურ წყალქვეშა საკაბელო პროექტს პეკინის სათვალთვალო შესაძლებლობების შესახებ შეშფოთების გამო. აშშ შიშობს, რომ საკაბელო ქსელებში ჩინეთის წინსვლა არის ტროას ცხენი სამხედრო და ეკონომიკური გაძლიერებისთვის.
1tv.ge