ნიუ იორკში, ვაშინგტონსა და აშშ-ის სხვა ქალაქებში, დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება სახელწოდებით „მეფეების გარეშე“.
აქციების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ დემონსტრაციები აშშ-ის მასშტაბით 2 500-ზე მეტ ლოკაციაზე გაიმართება.
რესპუბლიკელმა გუბერნატორებმა აშშ-ის რამდენიმე შტატში ეროვნული გვარდიის მობილიზების ბრძანება გასცეს.
ამასთან, დემონსტრაციები მიმდინარეობს დიდ ბრიტანეთსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, ესპანეთსა და იტალიაში. ლონდონში აშშ-ის საელჩოსთან ათასობით ადამიანია შეკრებილი, დაახლოებით 400-მდე პირი ბერლინში, ხოლო რომში პროტესტს 200-მდე დემონსტრანტი გამოთქვამს.
მოგვიანებით, პრეზიდენტმა ტრამპმა მის წინააღმდეგ გამოსულ ამერიკელებს უპასუხა AI ვიდეოთი, რომელშიც ის მოწინააღმდეგეებს თავზე
ფეკალიებს ასხამს
მალევე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმაც გამოაქვეყნა AI ვიდეო, რომელშიც ტრამპი მეფედ არის გამოსახული, დემოკრატები ნენსი პელოსი და ჩაკ შუმერი კი მის წინაშე მუხლებზე დგანან.