სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია (ASEAN) განიხილავს ერთიანი ტურისტული ვიზის შემოღებას, რაც რეგიონში მოგზაურობას გაამარტივებს.
საუბარია 10 ქვეყანაზე, ესენია: ბრუნეი, ვიეტნამი, ინდონეზია, კამბოჯა, ლაოსი, მალაიზია, მიანმარი, სინგაპური, ტაილანდი და ფილიპინები.
„ASEAN–ის ერთიანი ვიზა“ მოგზაურებს საშუალებას მისცემს, ერთი დოკუმენტით ეწვიონ ყველა ამ ქვეყანას. ინიციატივა ამჟამად განხილვის ეტაპზეა და დამტკიცების შემთხვევაში, მის განხორციელებას რამდენიმე წელი დასჭირდება.