საფრანგეთი აჩერებს ყველა საბანკო ოპერაციას თავის საფონდო ბაზარზე 6,5%-იანი ვარდნის შემდეგ.
ამსტერდამისა და ლონდონის საფონდო ბირჟებზე ვაჭრობა მკვეთრი ვარდნით დაიწყო მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა 185 ქვეყანასა და ტერიტორიაზე წარმოებული პროდუქციისთვის ახალი საბაჟო ტარიფების დაწესება გამოაცხადა.
ამსტერდამში 25 უმსხვილესი კომპანიის აქციებზე დაფუძნებული ინდექსი 09:30 საათზე (ადგილობრივი დროით) 6.3%-ით დაეცა, ხოლო 11:00 საათისთვის ვარდნა 5.9%-ს შეადგენდა.
ამავე დროს ლონდონის ბირჟაზე FTSE 100-ის ინდექსი 5.51%-ით დაეცა და 7610 პუნქტს მიაღწია, რაც გლობალური ეკონომიკური გაურკვევლობების ფონზე ინვესტორთა განწყობის გაუარესებაზე მიუთითებს.
წყარო: ალფა სიხშირე