ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური ვითარების გამწვავებისა და აშშ-სა და ირანს შორის დაპირისპირების ესკალაციის ფონზე, საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზრებზე ნავთობის ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 98.5 დოლარამდე გაიზარდა, რაც ერთ კვირაში 17%-იან, ხოლო ერთ თვეში 34%-იან მატებას ნიშნავს. ანალოგიური ტენდენცია ფიქსირდება ამერიკულ WTI-ის ნავთობზეც. ამასთან, რუსული Urals-ის ფასი ბოლო ერთ კვირაში 21%-ით გაიზარდა და ამჟამად ბარელზე დაახლოებით 81 დოლარს შეადგენს.

გაძვირება შეეხო ბუნებრივ აირსაც. ევროპის ბაზარზე მისი ღირებულება 14%-ით გაიზარდა და ენერგიის ერთი მეგავატ/საათის ფასი 62 ევროს მიაღწია. ერთთვიან ჭრილში ბუნებრივი აირის ფასი 52%-ით არის მომატებული.

ბაზრის მონაწილეების მთავარი შეშფოთების მიზეზი ჰორმუზის სრუტის შესაძლო ხანგრძლივი ჩაკეტვა, რეგიონში ენერგორესურსების წარმოებისა და მიწოდების შეფერხება, ასევე ბაბ-ელ-მანდების სრუტის გადაკეტვის რისკია.

ინვესტორების მოლოდინებით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების გაგრძელებამ შესაძლოა ენერგეტიკულ ბაზრებზე დამატებითი ზეწოლა გამოიწვიოს და ნავთობისა და გაზის ფასების შემდგომი ზრდა გამოიწვიოს.