ამ მიზნით უწყებამ ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომელიც განთავსების ობიექტებში 144 საათის განმავლობაში მომსახურების ხარისხის კვლევის ჩატარებას ითვალისწინებს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შეფასება ჩატარდება ბორჯომში, ბაკურიანში, ლიკანში, აბასთუმანში, ანაკლიაში, განმუხურში, ურეკში, შეკვეთილში, ქობულეთში, ჩაქვში, მახინჯაურში, ბათუმში, გონიოში, კვარიათსა და სარფში.

კვლევის ფარგლებში სპეციალისტები წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით შეაფასებენ მომსახურების ხარისხს, გამოავლენენ არსებულ პრობლემებსა და ძლიერ მხარეებს, რის შემდეგაც შესაბამის რეკომენდაციებსა და ანგარიშებს მოამზადებენ.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებზე მომსახურების ხარისხის სრულყოფილ შეფასებას, ძირითადი გამოწვევების გამოვლენასა და შესაბამისი უწყებებისთვის პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავებას. საბოლოო მიზანი კი საქართველოში ტურისტული გამოცდილების გაუმჯობესება და ქვეყნის, როგორც კონკურენტუნარიანი და სტუმართმოყვარე ტურისტული მიმართულების, პოზიციების გაძლიერებაა.

ტენდერის სავარაუდო ღირებულება 51 500 ლარს შეადგენს. წინადადებების მიღება 29 ივლისს დაიწყება და 31 ივლისს დასრულდება.