ევროკავშირის ქვეყნებმა მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მასშტაბურ, 21-ე პაკეტზე. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, შეთანხმების ბოლო სადავო საკითხი იყო მესამე ქვეყნებში რუსული გაზის გადაზიდვის აკრძალვა, რაც კომპრომისის შედეგად გადაწყდა. კერძოდ, აღნიშნული აკრძალვის ამოქმედების ვადა მნიშვნელოვნად გახანგრძლივდა.

დიპლომატების თქმით, ევროკავშირმა ასევე გადაწყვიტა, რუსულ ნედლ ნავთობზე დაწესებული ფასის ზედა ზღვარი 12 თვის განმავლობაში უცვლელად დატოვოს. ამჟამად ეს ზღვარი ბარელზე 44.10 აშშ დოლარს შეადგენს.

ცნობისთვის, საბერძნეთი თავდაპირველად ეწინააღმდეგებოდა წინადადებას, რომელიც ევროპულ კომპანიებს მესამე ქვეყნების მომხმარებლებისთვის რუსული გაზის გადაზიდვას აუკრძალავდა. ათენი ამტკიცებდა, რომ ეს ზომა სცდებოდა ევროკავშირის ლიდერების მიერ ადრე შეთანხმებულ ჩარჩოს და პრაქტიკაში არაეფექტური იქნებოდა, რადგან გემებს შეეძლებოდათ სხვა იურისდიქციაში დარეგისტრირება.

წყარო: პირველი არხი