მოგზაურები, რომლებიც მოგზაურობისას კულინარიული გამოცდილების მიღებას ეძებენ, აუცილებლად დააფასებენ Michelin Guide-ის სიას „2026 წლის გურმანებისთვის საუკეთესო მიმართულებები“. ის სულ 16 მიმართულებას მოიცავს.

ევროპაში ეს, პირველ რიგში იტალიის ქალაქ ვენეციას ეხება, სადაც ფუფუნების სასტუმროები გაიხსნა და ადგილობრივი რესტორნები გარემონტდა. საერთო ჯამში, მიშლენის გზამკვლევში მცურავ ქალაქში 60-ზე მეტი რესტორანია შეტანილი.

შემდეგ მოდის ჩეხეთი, რომელიც ცნობილია თავისი პირველი ეროვნული მიშლენის გზამკვლევით. 

ჩრდილოეთ იტალიაში მდებარე დოლომიტები, რომლებიც ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს თავიანთი სამზარეულოთი გახდნენ ცნობილი, და პოლონეთში მდებარე ვროცლავი ევროპის „გემრიელი“ რეგიონების სიას ავსებენ.

ავტორები ასევე ახსენებენ იტალიის ამალფის სანაპიროს და ურჩევენ მის მონახულებას გვიან გაზაფხულზე და შემოდგომის დასაწყისში.

ვრცლად buyingbusinesstravel – ზე