„უდინეზეს“ სტადიონზე პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც გუნდის გენერალურმა მენეჯერმა ფრანკო კოლავინომ, სპორტულმა დირექტორმა გოჰან ინლერმა და ტექნიკურმა დირექტორმა ჯან ლუკა ნანიმ, გუნდის ახალწვეულები, საბა გოგლიჩიძე და იაკუბ პიოტროვსკი წარადგინეს.

ფრანკო კოლავინო: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ჩვენ მივესალმებით ორ მოთამაშეს, რომლებმაც „კარარეზესთან“ მატჩში მოირგეს „უდინეზეს“ მაისური. ორივეს უკვე მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს. საბა გოგლიჩიძემ სრული სეზონი ითამაშა სერია A-ში, ის საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია და არის მცველი, რომელსაც აქვს დიდი პოტენციალი. მჯერა, მას შეუძლია ჩვენი გუნდი გააძლიეროს“.

ჯან ლუკა ნანი: „საბა შესანიშნავი მოთამაშეა – ახალგაზრდა, გამორჩეული თვისებებით, რომლის მიმართაც გულწრფელი და თბილი დამოკიდებულება გვაქვს“.

გოჰან ინლერი: „ამ ფეხბურთელებთან ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს და შემიძლია ვთქვა, რომ მათ კლუბისთვის საუკეთესოს გაკეთება სურთ. აქვთ გამოცდილება და განვითარების უზარმაზარი სურვილი. ჩვენს ახალწვეულებს შესანიშნავ სეზონს ვუსურვებ“.

პირველი არხი