რუსული წიაღისეული საწვავის ექსპორტით პირველ სამეულში ჩინეთი, ევროკავშირის ქვეყნები და ინდოეთი არიან, ამის შესახებ „ვიზუალ კეპიტალსი“ წერს და აქვეყნებს იმ ქვეყნების ნუსხას, რომლებიც 2023 წელს რუსეთისგან წიაღისეულ საწვავს ყიდულობენ.

2023 წლის 16 მარტის მონაცემებით, სიაში პირველ ადგილზე არის ჩინეთი, რომელმაც რუსეთიდან 30 მლრდ დოლარის საწვავის იმპორტი განახორციელა. მეორე ადგილზეა - ევროკავშირის ქვეყნები, რომლებმაც რუსეთიდან 18,4 მლრდ დოლარის წიაღისეული საწვავის იმპორტი განახორციელეს. მესამე საფეხურზეა ინდოეთი, რომელმაც რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ, რუსეთიდან იმპორტირებული წიაღისეული საწვავის რაოდენობა 10-ჯერ გაზარდა.