რუსული ვალუტა აგრძელებს გაუფასურებას. დღეს, 26 ივნისს, რუბლის კურსმა აშშ დოლართან მიმართებაში 2022 წლის მარტის დონეს მიაღწია. რუბლის კურსმა მსოფლიოს მთავარ სარეზერვო ვალუტასთან, აშშ დოლართან მიმართებაში, 86 რუბლს გადააჭარბა.
რუბლის ამ დონემდე გაუფასურება პირველად მოხდა 2022 წლის 30 მარტის შემდეგ, როდესაც რუბლის კურსი დაეცა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების და რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გავლენის გამო.