რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების ხმა გაისმა გვიან ღამით ქალაქ ქერჩში, რის გამოც ქალაქში თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა და ყირიმის ხიდზე მოძრაობა შეჩერდა.
ყირიმის ხელმძღვანელის მრჩევლის თქმით, აფეთქებებს ყირიმის ხიდთან საერთო არ აქვს.

„ხმამაღალი ხმები, რომელიც ქერჩის მცხოვრებლებმა ერთი საათის წინ გაიგეს, ყირიმის ხიდთან საერთო არ hქონია. გამოცხადებულია თავდასხმის საფრთხე. მისი მოხსნის შემდეგ მოძრაობა განახლდება“, – წერს ყირიმის ხელმძღვანელის მრჩეველი ოლეგ კრიუჩკოვი „ტელეგრამის“ საკუთარ გვერდზე.
ბოლო ინფორმაციით, ამ დროისთვის ყირიმის ხიდზე მოძრაობა აღდგენილია.

1tv.ge