რუსეთის ქალაქ ტაგანროგის ცენტრში “სავარაუდოდ რაკეტა” აფეთქდა. ამის შესახებ როსტოვის ოლქის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა განაცხადა.
მისი თქმით, აფეთქების შედეგად გარდაცვლილები არ არიან.
სასწრაფო სამსახურების ინფორმაციით, ამ მომენტისთვის 12 დაშავებულის შესახებ არის ცნობილი.
აფეთქება ერთ-ერთ კაფესთან მოხდა, დაზიანებულია ახლომდებარე შენობები და ავტომობილები. ნანგრევებში, შესაძლოა, ადამიანები იყვნენ მოყოლილი.