დანიის კლიმატის, ენერგეტიკისა და კომუნალური მომსახურების მინისტრმა, ლარს ააგარადმა, მოქალაქეებს მოუწოდა, შეამცირონ ენერგიის მოხმარება და უარი თქვან პირადი ავტომობილების მოხმარებაზე, რადგან ნავთობის ფასები ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ფონზე კვლავ იზრდება, იუწყება CNBC.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ომი აიძულებს დანიას, დაეყრდნოს თავისი ნავთობის რეზერვებს „ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდის“ გათვალისწინებით, რომლის დასასრული არ ჩანს.
მინისტრმა აღნიშნა, რომ თუ დანია უახლოეს მომავალში ენერგიას დაზოგავს, ამას ორი დადებითი ეფექტი ექნება, რომელსაც როგორც მოქალაქეები, ასევე მთავრობა იგრძნობენ.
„პირველ რიგში, ეს გავლენას მოახდენს პირად საფულეებზე და მეორეც, ეს ხელს შეუწყობს ჩვენი რეზერვების გაფართოებას, რათა მათ უფრო დიდხანს გაძლონ“, - განმარტა ააგარადმა.