"მე როგორც ფერმერი, დაახლოებით 10 წლის წინ ერთ მუშას სამუშაო დღეში 25-30 ლარს ვუხდიდი, დღეს 80-100 ლარად ვეღარ ვშოულობ. ასე უნდა წარმოვიდგინოთ, ქსელში, დისტრიბუციაში და ყველგან. ეკონომიკის განვითარების კვალობაზე, ფასების ზრდა ამ პროცესის თანმდევია. აქ საუბარია, რომ დავადგინოთ ისეთი ჩარჩოები, რომელიც ეკონომიკისთვის არაადეკვატურ ქცევას იწვევს. ღირებულებათა ჯაჭვში, ყველა მოთამაშეს უნდა მიეცეს თამაშის სწორი წესები.” - ამის შესახებ, “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში, “აგრო 1959”-ის მმართველმა  პარტნიორმა გიორგი ხანიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი მიდგომა ფასებს დაარეგულირებს და ეფექტურს გახდის. ასევე მნიშვნელოვანია კადრების დეფიციტის ფონზე გაზრდილი ანაზღაურება და თუნდაც, ის მსოფლიო ტენდენციები და ძვრები, რაც მაგალითად სატრანსპორტო საშუალების,  ტექნიკის, ინვენტარის ფასს აორმაგებს და ასამმაგებს.

“ის რეგულაციები, რომელიც სახელმწიფოს შემოაქვს, თუნდაც საწვავის, ტექდათვალიერების, პლასტმასის გამოყენების მხრივ კარგია, თუმცა გაუმჯობესებული სერვისი ღირს უფრო ძვირი და ეს ბიზნესს დამატებით ხარჯს უზრდის. რა არის გამოსავალი!? გამოსავალი არის ფერმერისკენ უფრო დიდი ყურადღება, გაბედული ნაბიჯები, გაზრდილი დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, იმ დონეზე მაინც, როგორც ჩვენს კონკურენტ ევროპულ ქვეყნებს აქვთ. ჩვენ გვჭირდება ბიზნეს-სოფლის მეურნეობა, მსხვილი გადამამუშავებელი, რაც მხოლოდ მარნეულის ქარხანას არ მოიცავს. საჭიროა გაბედული ნაბიჯების გადადგმა” - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

წყარო: ბიზნესპარტნიორი