ამერიკული სოციალური მედიის, WhatsApp-ის ანგარიშმა 11 თებერვალს X-ზე დაწერა, რომ რუსეთმა ქვეყანაში WhatsApp-ის დაბლოკვა სცადა იმ ფონზე, როცა კრემლი უცხოურ ტექნოლოგიურ კომპანიებზე კონტროლს ამკაცრებს და საკუთარი „ეროვნული მესენჯერის“ პოპულარიზაციას ცდილობს.

WhatsApp-ის წარმომადგენლის თქმით, ამ ნაბიჯის მიზანია, რომ მომხმარებლებმა „სახელმწიფო მფლობელობაში არსებული სათვალთვალო აპლიკაციის“ გამოყენება დაიწყონ.

„ჩვენ განვაგრძობთ ყველაფრის გაკეთებას, რაც შეგვიძლია, რათა მომხმარებლებმა კავშირი შეინარჩუნონ“, - განაცხადა WhatsApp-მა.

კომპანიის ცნობით, რუსეთში WhatsApp-ს 100 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს.