რუსეთის სახელმწიფო დუმამ და ფედერაციის საბჭომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში რუსეთის მონაწილეობის შეჩერების შესახებ ერთობლივი განცხადება მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას DW ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ რუსეთი წყვეტს ორგანიზაციის ბიუჯეტში შენატანის გადახდას.

რუსეთი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას მიკერძოებულ დისკრიმინაციულ მიდგომებში, ორმაგ სტრანდარტებში და ტოტალურ რუსოფობიაში ადანაშაულებს.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიას ბუქარესტი მასპინძლობდა.

მანამდე რუსეთის დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, სულ მცირე, ორ სესიაში მონაწილეობაზე უარი თქვა – ერევანში 2023 წლის შემოდგომის სესიაში და ვენაში 2024 წლის ზამთრის სესიაში. ვიზების მიღებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო რუსეთის ფელეგაცია არ იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთსა და კანადაში 2022 და 2023 წლებში ჩატარებულ სხდომებზე.