ისრაელის მასშტაბით ანტისამთავრობო დემონსტრაციები გრძელდება.

აქციის მონაწილეები მთავრობას დაუყოვნებელი არჩევნებისკენ და ღაზას სექტორში მძევლების გასათავისუფლებლად „ჰამასთან“ შეთანხმების მიღწევისკენ მოუწოდებენ.

ჩრდილოეთ ქალაქ ხაიფაში აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ ბანერით: „ისრაელის მთავრობა ისრაელის ხალხის წინააღმდეგ. არჩევნები ახლავე“.

ქალაქ რეხოვოტში მომიტინგეები ქნესეთს (ისრაელის საკანონმდებლო ორგანოს) მოუწოდებენ, „ერს მანდატი დაუბრუნოს და არჩევნებზე წავიდეს“.