აზერბაიჯანული Azeri LT CIF ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე 0,4 დოლარით, ანუ 0,44%-ით გაიზარდა და ბარელზე 91,72 აშშ დოლარი შეადგინა. - ამის შესახებ ინფორმაციას report.az ავრცელებს

გამოცემის ცნობით Brent-ის ნავთობის სექტემბრის ფიუჩერსები ბარელზე 86,54 დოლარად იყიდებოდა.

აზერბაიჯანის სახელმწიფო ბიუჯეტში 2024 წლის ნავთობის საშუალო ფასი ბარელზე 75 დოლარი იყო.

Azeri Light-ის ყველაზე დაბალი ფასი დაფიქსირდა 2020 წლის 21 აპრილს ($15,81), ხოლო ყველა დროის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი $149,66 დაფიქსირდა 2008 წლის ივლისში.