მარკ რუტე ნატო-ს შესანიშნავი გენერალური მდივანი იქნება, - ამის შესახებ ნატოს მიმდინარე გენერალურმა მდივანმა, იენსსტოლტენბერგმა გამოცემა DPA-სთან ინტერვიუში განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, ის კმაყოფილია, რომ ნატო-მ შეძლო ალიანსის შემდეგი გენერალური მდივნის კანდიდატურის თაობაზე შეთანხმების მიღწევა.

“მარკ რუტე ნატო-ს შესანიშნავი გენერალური მდივანი იქნება. უკვე ბევრი წელია ვიცნობ მას. მთელი ამ წლების განმავლობაში ის კონსენსუსის მიღწევისადმი თავის შესაძლებლობას აჩვენებდა, რომელსაც ის ნატო-ში მოიტანს,” - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მოქმედი გენერალური მდივნის თქმით, ის არ ელოდა, რომ მისი ამ თანამდებობაზე ყოფნა ათ წელს გაგრძელდებოდა.

“მაგრამ ახლა წასვლის დრო მოვიდა, და ამიტომ ეს კარგია ნატო-სთვის და კარგია ჩემთვის,” - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის, ნიდერლანდების ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი ოფიციალურად 2024 წლის 1-ელ ოქტომბერს გახდება, როდესაც სტოლტენბერგის მანდატი ამოიწურება.