საქართველოში დასაქმების დონე, მსგავს ქვეყნებთან შედარებით, კვლავ დაბალია, მიუხედავად შრომის ბაზარზე ბოლო პერიოდში მიღწეული პროგრესისა. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის განცხადებაშია აღნიშნული.

ფონდის შეფასებით, პროფესიული განათლებისა და დასაქმების სერვისების გაუმჯობესება, ასევე შრომის ბაზარზე უნარების შეუსაბამობის შემცირება, უკეთესი სამუშაო ადგილების ხელმისაწვდომობას შეუწყობს ხელს. სსფ-ის მისია საქართველოში 9-13 ნოემბერს იმყოფებოდა. ქვეყანაში ფონდის 2026 წლის IV მუხლის კონსულტაცია 2027 წლის აპრილში გაიმართება.