საქართველოს ეკონომიკა გეოპოლიტიკური გაურკვევლობისა და ენერგომატარებლების გაძვირების მიუხედავად მაღალ ზრდას ინარჩუნებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, 2026 წელს ქვეყნის ეკონომიკა 7.2%-ით, ხოლო 2027 წელს 5.7%-ით გაიზრდება.

IMF-ის მისიის შეფასებით, 2026 წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოს რეალური მშპ 7.4%-ით გაიზარდა. ეკონომიკურ აქტივობას ძირითადად საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტრანსპორტისა და ვაჭრობის სექტორები განაპირობებს, თუმცა ბოლო პერიოდში ზრდის ტემპის შენელება შეინიშნება.

ფონდი ასევე მიუთითებს ინფლაციურ რისკებზე. 2026 წლის ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 5.9% შეადგინა, რაც ეროვნული ბანკის 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება. IMF-ის შეფასებით, თუ ინფლაციური წნეხი მოსალოდნელზე დიდხანს შენარჩუნდება, შესაძლოა მონეტარული პოლიტიკის დამატებითი გამკაცრება გახდეს საჭირო.

შეგახსენებთ, IMF-ის მისია საქართველოში 9-13 ნოემბერს იმყოფებოდა. ფონდის 2026 წლის IV მუხლის კონსულტაცია 2027 წლის აპრილშია დაგეგმილი.