უკრაინაში, რივნეს ოლქში, ავტოავარიის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 6 წლის ბავშვი. ერთი ქალი კი გადარჩა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი სატვირთო მანქანას შეეჯახა.

„საშინელი ავტოსაგზაო შემთხვევა რივნეს ოლქში. სატვირთო მანქანა მიკროავტობუსს შეეჯახა. დაიღუპა 14 ადამიანი, მათ შორის 6 წლის ბავშვი. ერთი ქალი გადარჩა, ექიმები მის გადასარჩენად იბრძვიან.

ადგილზე მაშველები და პოლიცია მუშაობს. სამძებრო სამუშაოები გრძელდება. გამომძიებლები დოკუმენტურად აღწერენ მომხდარს და დაადგენენ ავტოსაგზაო შემთხვევის გარემოებებს“, - წერს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროსი იგორ კლიმენკო Telegram-ში.