რუსეთი დღეს, 22 ოქტომბერს, აშშ-ში დიზელის საწვავით დატვირთულ პირველ ტანკერს გაგზავნის. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა.
მისი თქმით, ტანკერს 40 000 ტონა დიზელი გადააქვს. ნოვაკის განცხადებით, შემდგომი მიწოდებებიც იგეგმება და რუსეთი აშშ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებას საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში აპირებს.
რუსეთმა დიზელის ექსპორტზე დაწესებული თვითშეზღუდვა 9 ოქტომბერს გააუქმა. აკრძალვის მიზანი ქვეყანაში საწვავის დეფიციტის შემცირება იყო, რომელიც ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონებით თავდასხმების შედეგად წარმოების შეფერხებამ გამოიწვია. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეთანხმების შემდეგ რუსეთმა გლობალური ბაზრისთვის საწვავის მიწოდების აღდგენა დაიწყო.
ტრამპის განცხადებით, რუსეთი თავდაპირველად 300 000 ტონა დიზელს გაიტანს, ნოემბერში კი დამატებით 500 000 ტონის ექსპორტია დაგეგმილი, რასაც შემდგომში კიდევ ერთი მილიონი ტონა უნდა მოჰყვეს. აშშ დღეში დაახლოებით 1.5 მილიონ ბარელ დიზელს ექსპორტზე თავადაც ყიდის. ამასთან, რუსეთ-აშშ-ის საწვავის შეთანხმებამ ვაშინგტონსა და კიევს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დაძაბა.