ევროკავშირმა აკრძალა პროდუქტებისთვის „ეკოლოგიურად სუფთა“ წოდება დამტკიცების გარეშე. ევროკავშირის კომპანიებმა, რომლებიც თავიანთ პროდუქტებს „ეკოლოგიურად სუფთა“, „მწვანე“ ან „ბიოდეგრადირებად“ უწოდებენ, ახლა ვალდებულნი არიან დაამტკიცონ თავიანთი გარემოსდაცვითი სერთიფიკატები აღიარებული კრიტერიუმების გამოყენებით.
მყიდველები, რომლებიც თაროზე არსებულ ორ მსგავს პროდუქტს შორის ირჩევენ, უფრო ადვილად შეძლებენ განსაზღვრონ, ენდონ თუ არა შეფუთვაზე არსებულ ეტიკეტს თუ სიმბოლოს.
ახალი წესები მხოლოდ სიტყვებს არ ეხება. მწვანე ფოთლების ან სხვა სიმბოლოების გამოსახულებები, რომლებიც გარემოსდაცვით სარგებელს მიანიშნებს, ასევე უნდა იყოს დასაბუთებული.
ევროკავშირს დაახლოებით 230 ნიშანი აქვს, რომლებიც აღიარებს გარემოსდაცვითი და სხვა მოთხოვნების შესაბამისად წარმოებულ პროდუქტებს. კომპანიებს ახლა ასეთი ნიშნების გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ ისინი მხარდაჭერილია სერტიფიცირების სისტემით ან დადგენილია სამთავრობო უწყებების მიერ.
იმის გაგება, ზუსტად რა დაპირებას იძლევა მწარმოებელი, აქამდე რთული იყო. საკონსულტაციო ფირმა KPMG-ის მონაცემებით, გარემოსდაცვითი განცხადებების ნახევარზე მეტი ან ძალიან ბუნდოვანია, შეცდომაში შემყვანი, ან საერთოდ არაფრით არ არის დადასტურებული. გარემოსდაცვითი სურათების დაახლოებით ნახევრის უკან ასევე სუსტი მტკიცებულებებია ან ისინი საერთოდ არ არსებობს.