სააგენტო Reuters-ს ცნობით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად სახელმწიფო ხარჯებს აორმაგებს.
როგორც სააგენტო რუსეთის სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რუსეთი ომზე გაცილებით მეტს ხარჯავს, ვიდრე დაგეგმილი იყო.
კერძოდ, 2023 წლის პირველ ექვს თვეში რუსეთმა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებზე 5,59 ტრილიონი რუბლი დახარჯა, რაც ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 37%-ზე მეტს შეადგენს.
თავდაპირველი გეგმის მიხედვით, 2023 წელს სამხედრო ხარჯებისთვის დაგეგმილი იყო 4,98 ტრილიონი რუბლის დახარჯვა. რუსეთმა 2023 წლის პირველ ექვს თვეში უკვე დახარჯა 600 მილიარდი რუბლით მეტი.
ახალი გათვლებით რუსეთი 2023 წლის ბოლომდე ომზე დაახლოებით 9,7 ტრილიონ რუბლს დახარჯავს.