ხარკოვის ოლქში რუსები დრონების გამოყენებით თავს დაესხნენ ფერმას, სადაც ღორები იყვნენ მოთავსებული. უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, შედეგად 13 000 ცხოველი დაიღუპა.

თავდასხმის ობიექტი ხარკოვის ოლქის ხარკოვის რაიონის ნოვოვოდოლაზკას თემში მდებარეობს. დრონების დარტყმებმა 13,600 კვადრატულ მეტრ ფართობზე მასშტაბური ხანძარი გამოიწვია. იწვოდა რვა შენობა მოიცვა სადაც ღორები იყვნენ განთავსებული.

ცხოველები დაიხოცნენ, კომპანიის ერთი თანამშრომელიც დაშავდა. ადგილზე ოცდათორმეტი მაშველი და ცხრა სახანძრო მანქანა მუშაობდა.

ვრცლად liga.net – ზე