რუსული ნავთობის შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილებებს, აშშ-ის მოთხოვნის ფონზე, უარი თქვას მის შეძენაზე, მიიღებენ კერძო თურქული კომპანიები, რომლებიც, როგორც წესი, მას ყიდულობენ, – ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა CNN Turk-ს განუცხადა.
„აქამდე კერძო სექტორი ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს თავად იღებდა. იმიტომ რომ ეს კომერციული გადაწყვეტილებებია. ანუ, ჩვენ არასდროს არავისთვის გვითქვამს: „იყიდეთ აქედან, ნუ იყიდით იქიდან“. აქამდე ჩვენ ეს არ გაგვიკეთებია. ისინიც ირჩევდნენ თავიანთ მიმწოდებლებს და თავიანთ საქმიანობას თავიანთი კომერციული მოსაზრებებიდან გამომდინარე“, - თქვა მან.
15 სექტემბერს, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოითხოვა, რომ თურქეთმა შეწყვიტოს რუსული ნავთობის შესყიდვა.