ამერიკულმა Tesla Inc.-მა მესამე კვარტალში გაყიდვები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.4%-ით გაზარდა - რეკორდულ 497 099 ელექტრომობილამდე, – ამის შესახებ განაცხადა კომპანიამ.
Visible Alpha-ს მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზი 443,919 ავტომობილს შეადგენდა, FactSet-ის რესპონდენტების - 456,000-ს, ხოლო Bloomberg-ის რესპონდენტების - 439,612-ს. ერთი წლით ადრე, მიწოდებამ 462,890 ავტომობილი შეადგინა.
ბიუჯეტური Model 3-ისა და Model Y მოდელების გაყიდვებმა 481,166 შეადგინა, ხოლო სხვა მოდელების გაყიდვებმა 15,933.