უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ კოპენჰაგენში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ფარგლებში დღეს ირაკლი კობახიძეს შეხვდება.

„საქართველო ყველაზე წარმატებული ევროპული ქვეყანაა. მე არ ვიცი სხვა ქვეყანა, რომელიც თქვენსავით წარმატებულია. პოლიტიკურად სტაბილურია, ეკონომიკა უბრალოდ მიფრინავს. ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ და ვსწავლობთ, თუ როგორ ხართ ასეთი წარმატებული. ამიტომ, ვფიქრობ, ევროპას წარმატებული ქვეყნები სჭირდება, რადგან, სამწუხაროდ, ბევრი ჩვენგანი წარუმატებელია. აქ ეკონომიკა არ მუშაობს, სტაგნაციაშია. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ისეთი ქვეყნების გაწევრიანება, როგორიც საქართველოა“, — განაცხადა ორბანმა.

ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად სამართლიანად ექცევა ბრიუსელი საქართველოს, ორბანმა უპასუხა, რომ ბრიუსელი სამართლიანობის შტაბ-ბინა ნამდვილად არ არის.