პრემიუმ კლასის სასტუმრო, “გუდაური ლოჯი” „Outstanding Mountain Accommodation Award of the Year 2024“ ნომინაციის გამარჯვებულად ტურიზმის ეროვნული პლატფორმის – Welcome to Georgia! დაჯილდოების ცერემონიალზე დასახელდა.

გარდა ეროვნული აღიარებისა, “გუდაური ლოჯმა” მნიშვნელოვანი ფინანსური ნაბიჯიც გადადგა, “გალტ & თაგარტთან” პარტნიორობით წარმატებით განათავსა 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 2-წლიანი ობლიგაციები, წლიური ფიქსირებული 8.25%-იანი განაკვეთით.

ეს არის ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითი იმისა, თუ როგორ გამოიყენება ფინანსური ინსტრუმენტები ტურიზმის სექტორის მდგრადი განვითარებისთვის.

სასტუმრო არის “Georgia Real Estate”-ს შვილობილი კომპანია, რომელიც ასევე, დეველოპერული კომპანია -ის 100%-იანი წილის მფლობელია.

“გუდაური ლოჯი” პირველ სათხილამურო ბილიკზე მდებარეობს და დამსვენებლებს სთავაზობს მთის ულამაზეს ხედებს, ქართულ რესტორანს, ღვინის უნიკალურ კოლექციას და ყველაფერს, რაც დაუვიწყარი სამთო თავგადასავლისთვის არის საჭირო - სპა ზონა დახურული აუზითა და საუნით, ღია ჯაკუზი, ტერასა, ლაუნჯ ბარი, თანამედროვე სპორტული დარბაზი, საკონფერენციო სივრცეები და სკი დეპო სრული ტექნიკური მომსახურებით.

საქართველოს პირველი პროფესიული ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პლატფორმა Welcome to Georgia! 2015 წლიდან აღნიშნავს და ახალისებს ხარისხისა და ინოვაციების წარმატებულ დანერგვას საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში. ბოლო ათწლეულის მანძილზე დაჯილდოვდა უამრავი კომპანია, ორგანიზაცია თუ კერძო პირი, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს ტურიზმის დარგის განვითარებასა და წარმატებაში. აღნიშნულ ცერემონიალზე “გუდაური ლოჯის” გამარჯვებულად დასახელება კიდევ ერთხელ ადასტურებს მის განსაკუთრებულ როლს ქვეყნის სამთო ტურიზმის განვითარებაში.