რუმინეთში საუკუნის განმავლობაში შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გამოვლინდა. მონაცემების მიხედვით, გასულ წელს, წინა წლებისგან განსხვავებით, 150 000-ზე ნაკლები ბავშვი დაიბადა.

ქვეყნის სოფლებსა და რაიონებში ბავშვების სიმცირის გამო სკოლები და საბავშვო ბაღები იხურება. ქალაქებში კი ბევრი ადამიანი ჯერ კარიერაზე ფიქრობს, ისინი ბავშვის გაჩენას მოგვიანებით გეგმავენ.

მღვდელი ვასილ გიტანი არსებულ ვითარებას დრამატულად აფასებს. მან შარშან 17 ადამიანის დაკრძალვის რიტუალი ჩაატარა, ნათლობისა კი – არცერთი.

რუმინელი სპეციალისტები ცვლილებების მიზეზად  ასახელებენ მოდერნიზაციის  პროცესს, რომელიც ბუნებრივად მიაჩნიათ. მათი თქმით,  იგივე პროცესი ევროპის ბევრ სხვა ქვეყანაშიც მიმდინარეობს.

წყარო: ევრონიუს ჯორჯია