2023 წელს მოგზაურობისთვის საუკეთესო ქალაქების რეიტინგი World Cities Ranking-მა დაასახელა.

კვლევის ჩატარებისას მათ მსოფლიოს 107 ქალაქის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შეგროვებული ინფორმაცია გამოიყენეს. საუკეთესო ქალაქების გამოსავლენად რამდენიმე ფაქტორი გაითვალისწინეს. ესენია:  ღირსშესანიშნაობები, ხელმისაწვდომობა, მდებარეობა, საცალფეხო ზონები, უსაფრთხოება, სისუფთავე, შოპინგი, კლიმატი, მეგობრული ხალხი, ღამის ცხოვრება,
სამზარეულო, ტრანსპორტი და მგზავრობის სიმარტივე.

რეიტინგში პირველი ადგილი პარიზმა დაიკავა, როგორც საუკეთესო ქალაქი, მას მოჰყვა ვენეცია და ბარსელონა. აღსანიშნავია, რომ რეიტინგის ხუთეულში არსებული ყველა ქალაქი ევროპულია.