ახალ Rolls-Royce Spectre-ზე მოთხოვნამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ბრენდის ისტორიაში პირველ ელექტრომობილზე რიგებია, თუმცა მისი წარმოება ჯერ არ დაწყებულა. ამის შესახებ, Rolls-Royce-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტორსტენ მიულერ-ოტოვოსმა InsideEVs-ს განუცხადა.

მისი თქმით, საკმაოდ მაღალი ფასის - 400 000 დოლარის მიუხედავად, Rolls-Royce Spectre-ისთვის 15 თვიანი რიგია. თუ ელექტრომობილს ახლავე შეუკვეთავთ, ის 2025 წელს ჩამოვა.

ტორსტენ მიულერ-ოტვოსმა აღნიშნა, რომ პრემიუმ სეგმენტში მომხმარებლები უკმაყოფილონი არიან ორწლიანი ან უფრო ხანგრძლივი რიგებით  და ეს წარმოების არასათანადო დაგეგმვაზე მიუთითებს.

შეგახსენებთ, რომ Rolls-Royce Spectre ელექტრომობილი წარმოებაში მიმდინარე წლის ბოლოდან შევა. თითქმის 5,5 მ სიგრძის მდიდრულმა კუპემ ბენზინზე მომუშავე Rolls-Royce Wraith-ი შეცვალა.

ახალი Rolls-Royce Spectre აღჭურვილია ორი ძრავით, რომლებიც სულ 585 ცხ.ძ. დაახლოებით 3 ტონას იწონის, მანქანა 4,5 წამში 100 კმ/სთ-მდე აჩქარებს და 515 კმ-ის გავლა შეუძლია დატენის გარეშე.

Rolls-Royce-ის ელექტრო მანქანა ნაცნობ დიზაინს ინარჩუნებს, მაგრამ უფრო გამარტივებულია, ვიდრე Rolls-Royce-ის სხვა მოდელები. მისი ინტერიერი გაფორმებულია ტყავით და ხით.