ბრიტანული ფინტექ სტარტაპი Revolut Ltd. ათწლეულის ბოლომდე 30 ახალ ბაზარზე გაფართოებას გეგმავს და 100 მილიონი მომხმარებლის მიღწევას ისახავს მიზნად, განაცხადა კომპანიამ.

Revolut-ი ამ მიზნებზე 13 მილიარდ დოლარს დახარჯავს, მათ შორის 4 მილიარდ დოლარს დიდ ბრიტანეთში, 500 მილიონ დოლარს აშშ-ში და 1.2 მილიარდ დოლარს დასავლეთ ევროპაში.

კომპანია ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სტარტაპია. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი ახალი საინვესტიციო რაუნდის ღირებულება შესაძლოა 75 მილიარდ დოლარს შეადგენდეს.

ვრცლად interfax - ზე