მოსკოვის ბირჟამ და X5 Group-მა რუსეთში ღვინის პირველი ინდექსის РБК Вино-ს შექმნის შესახებ განაცხადეს.
ღვინის ინდექსები რუსეთში თეთრი ღვინის, წითელი ღვინისა და ცქრიალა ღვინის ბაზრების მდგომარეობის მაჩვენებელი იქნება. ისინი გამოითვლება ამ სამი კატეგორიის ღვინის საცალო ფასებისა და რეალიზაციის მოცულობის მონაცემების საფუძველზე.
„რუსეთში ღვინის პირველი ინდექსის გაშვება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ინდუსტრიისთვის. ახალი ინსტრუმენტი არა მხოლოდ ბაზრის პროფესიონალებს მისცემს საშუალებას უკეთ გაიგონ სამომხმარებლო ტენდენციები და იწინასწარმეტყველონ ინდუსტრიის განვითარება, არამედ ასევე დაეხმარება მყიდველებს ღვინის ფასების დინამიკაში, ჩამოაყალიბონ შეგნებული მოლოდინები და შეაფასონ მათი საყვარელი სასმელის კატეგორიების ღირებულება გრძელვადიან პერსპექტივაში. ახლა რუსეთის ღვინის ბაზარს ექნება საკუთარი გამჭვირვალე ბენჩმარკი“, - აღნიშნა სვეტლანა ვარენნიკოვამ, РБК Вино-ს შემქმნელმა.
ღვინის ინდექსები უკვე არსებობს მსოფლიოში. საინვესტიციო ღვინის სამყაროში ორი ძირითადი ინდექსია Liv-ex 100 და Liv-ex 1000 (Liv-ex ლონდონის მეღვინეების საერთაშორისო ბირჟაა და ის არის მთავარი სავაჭრო პლატფორმა მსოფლიოს საუკეთესო ღვინოებისთვის).