ჩრდილოეთ კვიპროსის რესპუბლიკა არ არის აღიარებული მსოფლიოს უმეტესი ქვეყნების მიერ, აქ მოხვედრა ძნელია, აქ რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლობა არ არის და უძრავი ქონების ყიდვა დაკავშირებულია რისკებთან. მაგრამ ეს არ აშინებს რუსეთის მოქალაქეებს, რომელთა  მოთხოვნაც ჩრდილოეთ კვიპროსში უძრავ ქონებაზე 2023 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა.


 „მყიდველების ინტერესი წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ,  მხოლოდ წლის პირველ ექვს თვეში მატება 50%-იანია“, - ამბობს  Forbes-თან ინტერვიუში ეკატერინა პოზდნიაკოვა, Garnet საინვესტიციო კომპანიის პროექტების ხელმძღვანელი. „ეს ადგილი იზიდავს მყიდველებს მთელი მსოფლიოდან, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან, ახლო აღმოსავლეთიდან, თურქეთიდან და რუსეთიდან.

 რუსების მოთხოვნა ოთხჯერ გაიზარდა იანვარ-ივნისში 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ამბობს დეიანა ბერეზოვსკაია, Golden Brown Group-ის საერთაშორისო უძრავი ქონების ხელმძღვანელი: „2023 წლის პირველი ორი კვარტალის თითქმის ყოველი თვე აჩვენებდა რეკორდულ გაყიდვებს. ”