რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების თაობაზე კანონპროექტი მიიღო, რომელიც პარლამენტის ზედა პალატაში გაიგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას რუმინული მედია ავრცელებს.
კერძოდ, მედიის თანახმად, ოთხშაბათს, 24 ივნისს, რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ - დეპუტატთა პალატამ - მოლდოვასთან გაერთიანების თაობაზე კანონპროექტი მიიღო, მას შემდეგ, რაც კონსტიტუციით გათვალისწინებული 45-დღიანი ვადა ამოიწურა. კანონპროექტი ახლა პარლამენტის ზედა პალატაში - სენატში - გაიგზავნა.
აღნიშნულია, რომ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში 14 აპრილს იქნა შეტანილი და მთავრობის მიერ უარყოფითად იქნა აღქმული. ის დეპუტატთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა და ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ასევე უარყოფითად შეაფასეს.
პლენარულ სხდომაზე დებატებისა და კენჭისყრის არარსებობის გამო, კანონპროექტი ჩაითვალა განხილვის გარეშე მიღებულად და სენატს გადაეცა.