კომპანია Apple iPhone-ის უახლეს მოდელზე აქტიურად მუშაობს. უკვე ცნობილია, iPhone15 სამ ფერში იქნება ხელმისაწვდომი, ყველა მოდელის ბატარეის მოცულობა კი 20%-ით გაიზრდება. 

ასეთ შემთხვევაში iPhone 15 Plus-ის ბატარეის სიმძლავრე რეკორდულად მაღალი, 4912 mAh იქნება, iPhone 15-ს 3279 mAh მოცულობის ბატარეა,iPhone 15 Pro-ს - 3650 mAh, ხოლო iPhone 15 Pro Max-ს კი 4825 mAh მოცულობის ბატარეა ექნება.

ახალი Iphone-ის მოდელების ფოტოს პორტალი 9TO5MAC ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ iPhone 15-ის ფერები ცისფერი, პიტნისფერი მწვანე და ჟოლოსფერი იქნება.